02 ოქტომბერი 2026, 21:37
ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალი

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
გაზიარება
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





