თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სამართალი

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მალანია დანაშაულს არ აღიარებს. დღეს სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელებს.
„აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან დასაკითხი მოწმეები, კერძოდ, ნია იმნაძის მათემატიკის ჯგუფელები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში. ასევე, დასაკითხად წარმოდგენილი იქნება საქმის მწარმოებელი რამდენიმე გამომძიებელი, დაიკითხება საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ გამოითხოვა ინფორმაცია იმ ზარებთან დაკავშირებით, რომლებიც ადასტურებს ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის უშუალო კონტაქტს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე და დანაშაულის დღესაც“, - აღნიშნა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.





