07 ივნისი 2026, 12:25
პროკურატურა: შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო
სამართალი

ფოტო: პროკურატურა
გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.





