08 მაისი 2026, 16:15
საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს
სამართალი

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




