მარიამ ქართველიშვილი
გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სამართალი

მიხეილ სააკაშვილი
მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა.
სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სააკაშვილმა, სასამართლოს უნდობლობის მოტივით, დაქირავებული კერძო ადვოკატები აიცილა. მის საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო.
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა უკრაინაშია, საქართველოს პროკურატურა კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ედავება და კიევისგან მის ექსტრადიციას ითხოვს.





