4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოში გამომძიებელი გამოიკითხა: მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ღობე იყო გადანგრეული აქციის მონაწილეების მხრიდან, მას ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა
სამართალი

ფოტო: ვიდეო/კადრი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრალდების მხარემ მოწმის სახით გამომძიებელი დაკითხა, რომელმაც პრეზიდენტის სასახლის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
პროკურატურის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და მას გადაჭრის კვალი არ აღენიშნებოდა.
„ამ მოწმემ დაადასტურა ის, რომ შემთხვევის ადგილზე ღობე იყო გადანგრეული აქციის მონაწილეების მხრიდან. იგი იყო დაზიანებული სხვადასხვა ადგილზე, მას ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.




