ე.წ. ქოლცენტრების საქმე, ბრალდებულია ოთარ ფარცხალაძე, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე - სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 ადამიანის მიმართ
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 ადამიანის მიმართ. მათგან ოთხმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულიც აღიარა.
ბრალს არ აღიარებს ელისო კილაძე, რომლის სახლიდან ლეპტოპსა და მეხსიერების ბარათთან ერთად ფულიც ამოიღეს.
საქმეში დევს სკანდალური ჩანაწერი, სადაც კილაძე ფიგურირებს და რომლის ავთენტიკურობას სამხარაულის ეროვნული ბიურო ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილი, დაახლოებით 9 ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის დაუფლებას.
მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი.




