18 თებერვალი 2026, 14:37
ელისო კილაძის ადვოკატი: მიმდინარეობს ელისო კილაძის სახლის ჩხრეკა
სამართალი

ვალერი გელბახიანი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი მედიასთან აცხადებს, რომ ელისო კილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
„არაფერი ვიცი.. დამირეკეს, რომ დაკავებულია. გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა მითხრა, რომ პროკურატურაში იმყოფება და ადვოკატს საჭიროებს. მიმდინარეობს სახლის ჩხრეკა, მე ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს.




