გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მამა: პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის
სამართალი

ალექსანდრე გაბაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ბრალს არ ვეთანხმებით, - აცხადებს მედიასთან გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი.
მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, ლიფტში, დანით ხელში მისი შვილია.
„გუშინ საშუალება მქონდა პირადად მენახა ვიდეო და ჩემი შვილი იქ არსად ჩანს. ლიფტში, დანით ხელში კი, ეს ნამდვილად ჩემი შვილია. პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის. მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ“, - აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, წინასწარ შერჩეულ ადგილზე უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ.




