გეკა გელაძე ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე: ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ
სამართალი

გეკა გელაძე
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლას განაგრძობს. მინისტრ გეკა გელაძის განცხადებით, დაპირება სრულდება და უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ ამ გამოწვევასთან საბრძოლველად. მინისტრის თქმით, შედეგები კარგია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს.
„ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს.
„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და შედეგები საკმაოდ კარგი გვქონდა 2025 წელს, ამას სტატისტიკაც ადასტურებს“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.




