ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სამართალი

ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებების დართვა მოითხოვა. საქმე ეხება ძალადობრივი პროცესების დროს დაზარალებულების სამედიცინო დოკუმენტაციას, რისი წინააღმდეგიც იყო ერთ- ერთი ბრალდებული ნანა სანდერი, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„აქციის აგრესიულ მონაწილეთა მხრიდან ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედებები პოლიციელთა მიმართ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულია დაახლოებით 30 პოლიციელი. მათ შორის, ნაწილი მათგანი დაჭრილია ფეხის არეში ცივი იარაღის გამოყენებით.
ნანა სანდერი პასუხისგებაში მიცემულია, მათ შორის ორგანიზების კუთხით“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.




