20 იანვარი 2026, 14:17
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 12 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს
სამართალი

ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო
გაზიარება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება 12 ბრალდებულს. მათ შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი და ნანა სანდერი.
„მე იგივე პოზიციაზე ვრჩები - კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა აუცილებელი, აუცილებელია რეჟიმის დამხობა. მშვიდობიანი რევოლუცია რა თქმა უნდა არის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. რევოლუციას ქვეყანაში მშვიდობიანობა მოაქვს“, - განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.




