26 დეკემბერი 2017, 20:23
გენერალურმა ინსპექციამ, სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტზე, მოკვლევა დაასრულა
სამართალი
გაზიარება
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ორი დღის წინ, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველები სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამ ფაქტს პოლიციელების მხრიდან უხეშობას უკავშირებდა.
ცოტა ხნის წინ სამინისტრომ კადრები გაავრცელა, რომელშიც სწორედ ჩხრეკაა ასახული. კომენტარი იმ კლინიკის ექიმმაც გააკეთა, სადაც ქალბატონი გადაიყვანეს.





