სასაზღვრო პოლიციის და სუს-ის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
სამართალი

ფოტო: ვიდეო/კადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,წითელი ხიდის“ სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკვეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გამოძიებით დაადგინდა, რომ ა.გ-მ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულის მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.




