27 დეკემბერი 2025, 11:32
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა დეტალები, რომლებითაც დასტურდება, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები ახალაიას მითითებებს მიჰყვებოდნენ და გეგმა სწორედ მან შეადგინა.
სუს-ის მტკიცებულებები ვერ უარყო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.





