ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი აღიარება - ვიდეოჩანაწერში საუბრობს, რატომ ჩაუვარდათ რადიკალებს 4 ოქტომბერს გადატრიალების გეგმა
სამართალი

ფოტო: ვიდეო/კადრი
ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი აღიარება - „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ვიდეოჩანაწერში საუბრობს მიზეზებზე, რატომ ჩაუვარდათ რადიკალებს 4 ოქტომბერს გადატრიალების გეგმა.
ბაჩო ახალაია, ამ ყველაფერს აქციის მონაწილეების გაუბედაობას აბრალებს, რადგან ძალადობრივ მოვლენებში იქ მდგომი ადამიანების დიდი ნაწილი ვერ ჩართეს.
„სინამდვილეში, მოიგო ეს შეტაკება მეორე მხრის გაუბედაობით. ლიდერებს არ ვგულისხმობ, მაგრამ იქ მდგომი ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუბედაობით - ამით მოიგო“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩანა ახალაიამ.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.





