26 დეკემბერი 2025, 11:04
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს
სამართალი

გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი - 1999 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში
დააკავეს.
მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025
წლის 18 დეკემბრიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.





