პანკისში სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა
სამართალი
პანკისი
პანკისში დილის 4-ზე დაწყებული სპეცოპერაცია, რომელშიც რომელშიც დაახლოებით 50 სპეცრაზმელი მონაწილეობდა, დასრულდა. სპეცრაზმა ხეობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა, ის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადამიანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის სოფელ ომალოში ბადო ჩოფანაშვილი დააკავეს, რომლისგანაც დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ადგილობრივები imedinews-თან საუბარში ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევთან კავშირის გამო დააკავეს.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.





