რას ამბობს კანონი დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
სამართალი

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება, რეაგირების მექანიზმი კი ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. ძარცვაში ჩართულ 14-წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს კანონი დანაშაულისთვის არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აკისრებდა.
სახელმწიფო მათ წინაშე სრულიად უძლური იყო და ამ რეალობით ზრდასრული ადამიანები ბოროტად სარგებლობდნენ - მოზარდებს იყენებდნენ დანაშაულის ჩამდენებად და ბევრ მათგანს აიძულებდნენ ყაჩაღობას, ძარცვას, გამოძალვასა და ძალადობას.
აღნიშნული არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ გასულ წელს 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგათ.
კანონი უკვე ძალაშია და იგი გერმანული მოდელის ზუსტი ანალოგია - არასრულწლოვანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახლი გერმანიაში ის ადგილია, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები ზოგადი განათლების გარდა, სხვადასხვა პროფესიასაც ეუფლებიან.
რას ამბობს კანონი დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებზე - დეტალებს ანუკი გუმბერიძე მოგიყვებათ.





