პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი: ბრალდების მხარემ გამოიკვლია, დაახლოებით 8-საათიანი უწყვეტი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია ორგანიზატორთა მიერ გაკეთებული მოწოდებები სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და ძალადობრივი ქმედებები
სამართალი

თამარ ბეჟუაშვილი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არც ორგანიზატორები და არც ძალადობაში მონაწილეები ბრალს არ აღიარებენ. ისინი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
პროკურატურა მტკიცებულებებს იკვლევს - 4 ოქტომბრის ამსახველ მოვლენებს, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და დამხობის შესახებ საკუთარ მოწოდებებს ბრალდებულები სხდომათა დარბაზში ისმენენ. სხდომას არ ესწრება პაატა ბურჭულაძე.
პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ გამოიკვლია ვიდეო ჩანაწერი, დაახლოებით 8-საათიანი უწყვეტი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის ორგანიზატორთა მიერ გაკეთებული მოწოდებები სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და აგრეთვე ასახულია ის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც დაკავებულები ჩადიოდნენ.




