16 დეკემბერი 2025, 08:49
პრობაციონერებისთვის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება და მათ პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე გამოცხადდება ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში შეეძლებათ
სამართალი

ფოტო: პრობაციის ბიურო
გაზიარება
პრობაციის შესახებ ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ. კანონპროექტით, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სოციალური გარანტიები იქმნება.
გარდა ამისა, პრობაციონერებისთვის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. მათთვის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე გამოცხადდება უფრო მოქნილი ხდება და შესაძლებლობა ექნებათ, აღრიცხვაზე ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში გამოცხადდნენ.





