თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ძალოვანმა უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ჩამოვარდნილი სი-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში მყოფი ოცივე ადამიანის ცხედარი თურქეთის რესპუბლიკაშია გადასვენებული.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის შეიარაღებაში არსებულ ყველა სი-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ფრენას აჩერებს.
გადაწყვეტილება დროებითია და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ავიაკატასტროფას უკავშირდება.
ფრენები მხოლოდ დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება. ნაპოვნია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა ნაწილი და დაღუპულთა ცხედრები. შავ ყუთებს თურქული მხარე უკვე სწავლობს. ვრცლად შეგიძლიათ იხლოთ „ქრონიკის“ სიუჟეტში.





