თვითმხილველი: ფერმიდან მომქონდა წყალი, დავინახე ვერტმფრენი, რომელიც რამდენჯერმე დატრიალდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით ჩამოვარდა და აფეთქდა
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ფერმიდან მომქონდა წყალი, დავინახე ვერტმფრენი, რომელიც რამდენჯერმე დატრიალდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით ჩამოვარდა და აფეთქდა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავიაკატასტროფაზე საუბრისას.
მისივე თქმით, დიდი აფეთქების ხმა იყო და ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.
„იმ მომენტში ვერტმფრენთან სამი პირი ვნახე, ერთი ცეცხლს აქრობდა. ადგილზე რომ მივედი ვნახე ერთი დაღუპული იყო. მაშინვე ავიღე ტელეფონი და 112-ში დავრეკე. პარაშუტით გორაკზე ერთი ადამიანიც დავინახე, მაგრამ არ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ ინძრეოდა. მალევე სასაზღვრო პოლიციაც მოვიდა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ქრონიკასთან საუბრისას“.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.





