05 აგვისტო 2025, 20:41
შსს ლარსის საზღვარზე მოშიმშილე უკრაინელებზე: მათ ქართულ მხარესთან კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ და მათი მიზანია, რომ წითელი ჯვრის ხელშეწყობით და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანაში დროულად დაბრუნდნენ
სამართალი

ფოტო: Facebook
გაზიარება
უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.
როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს მათ ქართულ მხარესთან არანაირი მოთხოვნა არ აქვთ.
„მათ ქართულ მხარესთან კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ და მათი მიზანია, რომ წითელი ჯვრის ხელშეწყობით და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ დროულად“,- განაცხადეს შსს-ში.
უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება.





