11 დეკემბერი 2017, 17:55
გორში დედა და შვილი გარდაცვლილი იპოვეს
სამართალი

ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
ამ წუთებში, გორში, ჭალის დასახლებაში კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი იმ ბინაში იმყოფებიან, სადაც შუადღეს გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.
მეზობლების თქმით, კორპუსში გაზი იყო გაყვინილი, თუმცა მათ ბინაში არ ჰქონდათ. გარდაცვლილია 54 წლის დედა და 22 წლის გოგო.
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის მეუღლე დაიღუპა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.





