06 ნოემბერი 2017, 19:42
შსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს
სამართალი

გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა დააკავეს.
ის თავის ორ თანამოაზრესთან ერთად ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი დაკავების დროს გარდაიცვალა, უცენზურო პლაკატებით აპროტესტებდა. გაბედავას მხარდამჭერები უწყებასთან საბურავების დაწვასაც გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციელებმა არ მისცეს.
25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.





