05 ნოემბერი 2017, 11:11
კახაბერ კუპატაძე
სოფელ ართანაში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან
სამართალი
გაზიარება
კახეთში, სოფელ ართანაში მძიმე ვითარებაა, სადაც ტყის მასივი მეორე დღეა იწვის. არხოტის ხეობაში დილიდან დიდი დაკვამლიანებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია. ხანძარის ჩაქრობის პროცესს მიუვალი ადგილები ართულებს, რის გამოც ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან. ტერიტორიის ვერტმფრენით დაზვერვის შემდეგ გამთენიისას სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. მის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.





