13 მაისი 2024, 08:29
აქციაზე პოლიციისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალდამცველებმა მოლდოვის მოქალაქე დააკავეს, რომელიც აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორია
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
პარლამენტთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა დააკავეს მოლდოვის მოქალაქე, გვარად ადამია, რომელიც აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი, პროვოკაციაზე წამოგების მიზნით, პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა და სამართალდამცველების მისამართით გაზი გამოიყენა.





