29 ოქტომბერი 2017, 15:34
ქუთაისში 13 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა
სამართალი

გაზიარება
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან „ქალაქურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 13 წლის გოგოს მიკროავტუბუსი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვი გზაზე გადარბოდა, როდესაც მას რუსული სანომრე ნიშნებიანი მიკროავტობუსი დაეჯახა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





