12 აპრილი 2024, 10:24
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სამართალი

ლაზარე გრიგორიადისი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
გრიგორიადისს ორივე მუხლით ჯამში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.





