თემურ გოგოხია სანქცირებულ მოსამართლეებზე: ასე ხელაღებით ადამიანს ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მართლაც გაუგონარია
სამართალი

თემურ გოგოხია
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თემურ გოგოხია აშშ-ის მიერ ქართველ მოსამართლეთა სანქცირების ფაქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.
„ეს არათუ ამერიკულ, არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ასე ხელაღებით ადამიანს ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო, ეს ასეა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მართლაც გაუგონარია“, - განაცხადა გოგოხიამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.





