ბორჯომი-თბილისის მატარებელი ქალს დაეჯახა
სამართალი
გორის რაიონის სოფელ სკრასთან, თბილისი-ბორჯომის მატარებელი 60 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა, რის გამოც რკინიგზის მუშაობა დროებით შეფერხებული იყო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მგზავრების მონაყოლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მემანქანე საყვირს აძლევდა, შეჯახების აცილება მაინც ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრებია. რკინიგზის ამ მონაკვეთზე ადამიანები ხშირად დადიან ფეხით გზის შესამოკლებლად.
შსს ცნობით, გამოძიება რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მუხლით მიმდინარეობს.





