პროკურატურამ ფონდ იავანანას საქმეზე გამოძიება დაიწყო
სამართალი

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას 14 სექტემბერს მოუწოდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს საქმიანობით დაინტერესდეს. განცხადება აფბა-ში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფონდის შესახებ PosTV-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
ფონდმა "იავნანა" აფბას ბრალდებების საპასუხო განცხადება იმავე დღეს გაავრცელა.




