არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სპეცოპერაციის დაწყებისთანავე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამართალი

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა, საგარეჯოში სავარაუდოდ, 4 ადამიანი მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ყოფილი სამხედროა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან არის.
კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოქალაქეებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა. გარდაცვლილებს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ადგილზე მუშაობს პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი




