11 სექტემბერი 2017, 23:20
ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა
სამართალი

ფოტო: თამარ გაზდელიანი
გაზიარება
ორთაჭალაში, აბანოთუბანთან მკვლელობა მოხდა. შუახნის კაცის ცხედარი ავტომობილში იპოვეს. ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინილისტები. როგორც იმედის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, მათ 3 გასროლის ხმა გაიგეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
imedinews-ის წყაროს ცნობით, მოკლული პირი რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა.





