ქეთი კოვზიაშვილი: სპეცოპერაცია დასრულებულია, დაკავებულია ერთი პირი და ყველა მძევალი თავისუფალია
სამართალი

ქეთი კოვზიაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სპეცოპერაცია დასრულებულია - დაკავებულია ერთი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მძევალი თავისუფალია.
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftvimedi%2Fvideos%2F3257799561160486%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>





