30 ოქტომბერი 2021, 16:14
imedi
ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული
სამართალი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული. 4 მათგანი მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრია, 1 კი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
ხუთივე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (173-ე მუხლი).
ზუგდიდის N20 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დილიდან რამდენჯერმე მოხდა.





