„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, კიდევ 2 კი შენობაში რჩება
სამართალი

ფოტო: IMEDI
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, წინასწარი ინფორმაციით, კიდევ 2 კი შენობაში რჩება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვაში კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ქვედენაყოფები. მათ თავდამსხმელთან კომუნუკაცია ჯერჯერობით არ დაუმყარებიათ.
კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.





