რას ამბობს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის თვითმხილველი
სამართალი

კადრი ფილიალის მიმდებარე ტერიტორიიდან / Imedi
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალის თანამშრომელმა, დამლაგებელმა, „ქრონიკასთან“, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ისაუბრა.
„დაახლოებით, 3 საათი იქნებოდა, დასალაგებლად შევედი. როგორც კი კარი შევაღე, გამოვარდა ვიღაც, სათვალე ეკეთა, ქუდი ეხურა, ხელყუბმარა ეჭირა. იმხელა ხმაზე დაიყვირა, ჩქარა გადით გარეთო, რომ პირდაპირ გარეთ გამოვვარდი, არ მომისმენია, რა მოხდა იქ. ნამდვილად ვერ ვიცანი“, - ამბობს ის.
კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.




