ნინო არღვლიანი
სამხედრო პოლიციიდან გათავისუფლებულ პირებს შორის სამხედროებიც არიან
სამართალი

ლეიტენანტი გიორგი ჯიოშვილი, კაპიტანი ნოდარ ტალახაძე, კაპიტანი გიორგი დევდარიანი, ლეიტენანტი ვასილ ბერელაშვილი, კაპიტანი ნოდარ გრიგოლია - კონფიდენციალურმა წყარომ "ქრონიკა"-ს თავდაცვის მინისტრის ბრძანების ასლი მიაწოდა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სამხედრო პოლიციიდან გათავისუფლებულ პირებს შორის სამხედროებიც არიან. შემცირება შეეხო ლეიტენანტებს, კაპიტნებს და სხვა წოდების სამხედროებს. სულ 42 პირს.
განცხადება გაკეთდა გენერალურ შტაბშიც. ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ჯაბახიძის ინფორმაციით, სამხედროები ისინი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. უწყება მზად არის, გასცეს კომპენსაციები, წოდებრივი კატეგორიის მიხედვით.
სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან 100-მდე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია "ქრონიკამ" გაავრცელა. მიზეზად რეორგანიზაცია, შტატების შემცირება დასახელდა.





