14 ივლისი 2017, 23:40
პოლიციამ დაკარგული ტყუპები იპოვა
სამართალი

ტყუპები
გაზიარება
პოლიციამ ავლაბრიდან დაკარგული 14 წლის ტყუპი ძმები - ლუკა და ნიკა ორდღიანი ძებნის შემდეგ აჭარაში იპოვა. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა პერტაია Facebook-ზე წერს.
ოჯახმა ფაქტის შესახებ, პოლიციას გუშინ აცნობა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.





