14 ივლისი 2017, 18:46
მეუფე იაკობი: ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე
სამართალი

მეუფე იაკობი
გაზიარება
ე.წ. დეკანოზის საქმეზე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეოფე იაკობის დაკითხვა დასრულდა. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მას კითხვები დაუსვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც, თუმცა რა კითხვები ჰქონდა ბრალდებულს, მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეკანოზის პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დღესვე დაიკითხა საპატრიარქოს მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.





