14 ივლისი 2017, 11:47
კახაბერ კუპატაძე
ალაზანში მამა და 6 წლის შვილი დაიხრჩო
სამართალი

გაზიარება
უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანში. ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა, მამის პოვნის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.




