დიტო ყირიმლიშვილი
ადვოკატი: ოთარ აბესაძე ბრალს აღიარებს
სამართალი

ირმა ჭკადუა
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
ირმა ჭკადუამ უკვე დატოვა მოდულის შენობა, სადაც მან დაკავებული მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე მოინახულა. ჭკადუას თქმით, აბესაძე ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ბრალს აღიარებს.
“დაკავებული ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. ხვალ კიდევ შევხვდები და შევჯერდებით პოზიციაზე“ - განმარტავს ჭკადუა.
როგორც ირკვევა, დაკავებულისთვის ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა ადვოკატის განმარტებით აბესაძე ბრალს აღიარებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.
აბესაძის დაკავების შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო.





