10 ივლისი 2017, 12:02
პოლიციელებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
სამართალი

გაზიარება
შს სამინისტროს აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 339 აბი ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31,2113 გრამ MDMA-ს შეიცავს. ჯ.ჰ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1,06798 გრამი MDMA-ს შემცველი 9 აბი.





