ლიკა ფხოველიშვილი
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა
სამართალი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. მისი თქმით, იგი სამინისტროს გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დაცვის მხარეს დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინეს მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეების არსებობის შესახებ.
დაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზეა საუბარი, არამედ მათ აქვთ მტკიცებულებები რომლებიც ფიზიკური განადგურების მუქარას მოიცავს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩაბუქისათვის და მისი ოჯახისათვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დაცვის მხარემ ერთი თვის წინ მიმართა. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ. იმ დროის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება", - აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.
ჯერ არ არის ცნობილი დაენიშნება თუ არა სპეციალური დაცვა ჩაბუქის ოჯახის წევრებს.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში თურქული მხარის მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ტერორისტებთან კავშირს ედავებიან.





