imedi
ვუდროფის საქმეზე ედუარდ შევარდნაძისა და „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს
სამართალი

ფოტო: IMEDI
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი და „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ელდარ გოგოლაძე დაიბარეს.
თბილისის შესასვლელთან მომხდარი მკვლელობის დროს ელდარ გოგოლაძე ავტომობილში ვუდროფთან ერთად იმყოფებოდა.
1993 წელს „სი-აი-ეის“ წარმომადგენლის მკვლელობის საქმეზე 15-წლიანი სასჯელი ანზორ შარმაიძემ მოიხადა, რომელიც გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და ხელახალ გამოძიებას ითხოვდა.
სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზეა დაწყებული ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ხელახალი მოკვლევა. ამ გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გოგოლაძე, რომლის ბრალეულობაზეც ვუდროფის ამერიკელმა ადვოკატმა ვრცლად „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
პროკურატურაში შესვლამდე გოგოლაძემ მედიის კითხვებს არ უპასუხა.





