www.imedi.ge
გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გიორგი მანჯგალაძეს კითხავენ
სამართალი

გიორგი მანჯგალაძე
ფოტო: Twitter
გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში შესვლამდე მანჯგალაძეს და მის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მინისტრის ყოფილ მოადგილეს გარეჯის საქმეზე უკვე მესამედ კითხავენ.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ, რასაც შემდგომში არსებითი განხილვა დაემყარება. ადვოკატები დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებასაც გეგმავენ, მათ შორისაა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.





