ნინო არღვლიანი
იუსტიციის განახლებული უმაღლესი საბჭო დღეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს
სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
ფოტო: ნინო არღვლიანი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს დანიშნულ სხდომაზე პირველ საკითხად საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას განიხილავენ. სხდომა ამ წუთებში იწყება. ამ დრომდე კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით რამდენიმე კანდიდატი განიხილება.
"მე საბჭოს ამ საკითხზე ჩემს წინადადებას შევთავაზებ. ვფიქრობ, რომ კანდიდატთან გასაუბრების საკითხი გასაუმჯობესებელია და ჩემი შეთავაზებაც ამას შეეხება,"- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ებანოიძემ დაიკაოს. ებანოიძე დღეს საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის კოლეგიას ხელმძღვანელობს. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის საჭოს მდივნად აირჩიეს. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.





