ნინო არღვლიანი
რუსთავში სასამართლო საქმეთა ელექტრონული გადანაწილების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი

ნინო გვენეტაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
რუსთავში სასამართლო საქმეთა ელექტრონული გადანაწილების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრო. "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად დადგინა, რომ მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება საპილოტე რეჟიმში 1 ივლისიდან რუსთავში, ხოლო 31 დეკემბრიდან საერთო სასამართლოებში განხორციელდება.
"მთავარი პოზოტივი, რომელიც ამ პროცესმა უნდა შექმნას საზოგადოების ნდობის ამაღლებას უკავშირდება. ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, ხელის ჩაურევლად გადანაწილდეს საქმეები, რაც არსებული კითხვის ნიშნებს მოხსნის. ისეთ სასამართლოებში, სადაც რამდენიმე მოსამართლეა, დიდ იმედებს ვერ დავამყარებთ, მაგრამ დიდ სასამართლოებში ეს სისტემა ეფექტურად იმუშავებს," -განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ იუსტიციის საბჭოს განახლებული შემადგენლობა, არასამთავრობოები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




